ბიოლოგიური სახეობები ბუნებაში არსებობენ პოპულაციების სახით, ხშირად ლოკალური პოპულაციების ანუ სუბპოპულაციების სახით. პოპულაცია დინამიური სისტემაა, რომელიც მუდამ განიცდის რიცხობრივ და სივრცობრვ ცვლილებებს, რომელიც მისი სიცოცხლისუნარიანობის აუცი-ლებელი პირობაა.
საქართველოში ენდემურ ცხოველთა მრავალი მცირე პოპულაციაა, რომლებსაც გადაშენება ემუქრებათ. ისინი შეტანილია IUCN-ის „წითელ ნუსხაში". პოპულაციის ინდივიდების სიცოცხლი-სუნარიანობის დადგენისათვის იყენებენ VORTEX პროგრამას, რომელიც WSPA-ს ფინანსური მხარ-დაჭერით იქნა გამოყენებული საქართველოში მურა დათვის პოპულაციის რიცხოვნობის შეფასები-სათვის. აღნიშნული მეთოდი შეიძლება გამოყენებული იქნას სხვა მცირე პოპულაციების მიმართ, რომლებიც არსებობენ დღეს საქართველოში.