კავშირი - „იმერეთის აგროეკოლოგიური ასოციაცია“ დაარსდა და დარეგისტრირებულ იქნა 2000 წელს წყალტუბოს რაიონში. ასოციაცია მონაწილეობას იღებდა კოალიციურ პროექტში, რომელსაც აფინანსებდა ფონდი „Horizon“. პროექტი ითვალისწინებდა ანტიკორუფციული გარემოს შექმნას სახელმწიფო აუქციონების ჩასატარებლად წყალტუბოს რეგიონში. ასოციაციის ინიციატივითა და „World Bank“-ის დაფინანსებით წყალტუბოში შეიქმნა „ფერმერების საინფორმაციო, საკონსულტაციო ცენტრი“, რომლისგანაც საჭირო ინფორმაცია მიიღო 300-მდე ფერმერმა.