ნაშრომი შესრულებულია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკა – ზოოლოგიის ლაბორატორიაში. კვლევის მიზანია საკვები ველური ხილის შემადგენლობაში შემავალი ფენოლუ-რი შენაერთების შესწავლა და მათი პრაქტიკულად გამოყენება ამასთანავე ბიოლოგიური და ქიმიუ-რი შემადგენლობის დაზუსტება. დადგინდა, რომ ნაშრომში დახასიათებული მცენარეთა ფოთლები და ნაყოფები შეიცავს ფლავონოიდური ბუნების 10-ზე მეტ შენაერთს, რომელთა შორის შესწავლი-ლია კუმარინები, ტერპენოიდები, კარდენოლიდები, სტეროიდული და ტრიტერპენული საპონინე-ბი, მწარე გლიკოზილები და ა. შ