ფილოქსერა ვაზის დაუნდობელი მტერია, მან მე-19 საუკუნის ბოლოს ევროპის და მათ შორის საქართველოს ვენახები განადგურების გზას დააყენა.
სტატიაში განხილულია ფილოქსერას არსებობის ფორმები საქართველოში, მის წინააღმდეგ გასატარებელი უმთავრესი ღონისძიება ფილოქსერაგამძლე საძირე ვაზის გამოყენების აუცილობა მყნობის დროს, როგორც ეკოლოგიურად ყველაზე უსაფრთხო და ეკონომიკურად გამართლებული ღონისძიება.
განხილულია ვაზის მყნობის აუცილებლობა, ფილოქსერაგამძლე ვაზის საძრეთა სადედეების და საძირე ვაზის ჯიშთა სორტიმენტის არსებული მდგომარეობა საქართველოში და საფრთხეები.