მცენარეულობა ბიოსფეროს მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომლის გარეშე სიცოცხლე დე-
დამიწაზე შეუძლებელი იქნებოდა. მცენარეულობაზე მსოფლიო ბიოლოგიური რესურსების თით-
ქმის 99% მოდის. დღეს მცენარეთა სახეობების რაოდენობა დედამიწაზე 0,5 მილიონია, რომლებსაც
მრავალმხრივი დანიშნულება აქვს. დაწყებული ეკონომიკურიდან ასევე კვებითი, ჯანდაცვითი, ბუ-
ნებისდაცვითი, ესთეტიკური, რეკრეაციული და სხვა ფუნქციებით დამთავრებული.
საქართველოს ფლორისტულად მდიდარი ქვეყანაა, სადაც 4200 სახეობის მცენარეა ცნობი-
ლი. 21% კავკასიის და საქართველოს ენდემია. საქართველოში 2000 სახეობის ხე და ბუჩქია, რომლე-
ბიც ქმნიან ძვირფას კორომებს, მცენარეულობით დაფარულია საქართველოს ტერიტორიის მესა-
მედზე მეტი. ანუ ტერიტორიის 32%.