ნებისმიერი სელექციური პროცესი იწყება საწყისი მასალისა და მისი მრავალფეროვნების ანალიზით. ნაშრომში გამოვლენილია საცდელ ნაკვეთებზე არსებული მანდარინის ნუცელარული, კლონური და ჰიბრიდული წარმოშობის მრავალრიცხოვანი ფორმის რაოდენობრივი და ხარისხობ-რივი ნიშნების ანალიზის შედეგად მოსავლიანობის, ყინვაგამძლეობის, ადრემწიფადობისა და ნაყო-ფების ხარისხიანობის მიხედვით შემდგომი სელექციური მუშაობისათვის პერსპექტიული საწყისი მასალა.