ქართული სოფელი და სოფლის მეურნეობა სასურველ დონეზე რომ განვითარდეს, სოფლე-ბის მოსახლეობისაგან დაცლის პროცესი რომ შეჩერდეს, ადგილობრივი წარმოების პროდუქციამ ჯერ იმპორტირებული რომ თანდათანობით ჩაანაცვლოს, შემდეგ მათზე მოთხოვნილება რომ დააკ-მაყოფილოს და ექსპორტზეც გავიტანოთ ეს სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირებით, სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებითა და ადგილობრივი მიზნობრივი პროგრამებით უნდა განხორციელ-დეს. სადღეისოდ ორი მთავარი პრობლემის მოგვარებაზე უნდა მოვახდინოთ ყველა რესურსის კონ-ცენტრირება. ესაა სოფლად უმუშევრობის შემცირება და მასიური დასაქმება, რაც შესაძლებელია რე-გიონებში წლობით აპრობირებული სხვადასხვა დარგების აღდგენა-რეაბილიტაციით.