მეაბრეშუმეობა საქართველოს სოფლის მეურნეობის უძველესი დარგია, იგი ერის კულტუ-რული მემკვიდრეობის საუკეთესო ნიმუში და მოსახლეობის მასიური დასაქმების საშუალება იყო, მაგრამ მე-20 საუკუნის 60-იან წლებში გავრცელებულმა დაავადებამ მთლიანად გაანადგურა მეაბრე-შუმეობის საკვები ბაზა, რომლის აღდგენაც დღესაც დიდი პრობლემაა. მეაბრეშუმეობის აღორძინე-ბის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს დარგში ადგილობრივი ინვესტიციების მოძიება და და-ნერგვა, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიური პროცესების განხორციელებას უნდა ეფუძნებო-დეს. სტატიაში განხილულია ის ძირითადი მიმართულებები და საკითხები, რომელთა განხორციე-ლება ხელს სეუწყობს მეაბრეშუმეობის რეაბილიტაციის ღონისძიებებს.