განხილულია აჭარაში მომუშავე მცირე მექანიზაციის მანქანების მუშაობის თავისებუ-რებანი და მათი გავლენა მათ საექსპლუატაციო საიმედოობაზე. დამუშავებულია მეთოდიკა მოტობლოკების დეტალების ცვეთის შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებისა და მა-თემატიკური დამუშავების შესახებ მომენტების მეთოდის გამოყენებით, რომელიც რეალიზებუ-ლია სიმძლავრის ამრთმევი ლილვის მაგალითზე. განსაზღვრულია ლილვის ცვეთის განაწილე-ბის გენერალური მახასიათებლები, შესაბამისი ფუნქციები და მიღებულია ცვეთის ადეკვატური ალბათურ-სტატისტიკური მათემატიკური მოდელი. დადგენილია მოტობლოკის სიმძლავრის ამრთმევი ლილვის ცვეთის ყველაზე უფრო გავრცელებული ანუ მოდალური მნიშვნელობა და მის მიხედვით დასაბუთებულია აღდგენის რაციონალური ხერხი-ელექტრო ნაპერწკლური ლე-გირება.