წინაამძრავთვლებიან ავტომობილებს რიგი საექსპლუატაციო თვისებების მიხედვით (საწვავის
ეკონომიურობა, მართვადობა, წევით-დინამიკური თვისებები, მასალათტევადობა, მოცულობის სა-
სარგებლო გამოყენების ხარისხი) გააჩნიათ მნიშვნელოვანი უპირატესობა სხვა შეთანწყობის ავტო-
მობილებთან შედარებით. Mმიუხედავად ამისა ისინი ვერ უზრუნველყოფენ წამყვანი თვლების
გზასთან საჭირო ჩაჭიდებას და მოძრაობის ზოგიერთ რეჟიმზე მოსალოდნელია მათი განივი
მდგრადობის გაუარესება.
ნაშრომში წარმოდგენილია წინაამძრავთვლებიანი ავტომობილის გვერდითი მოცურებისადმი
მდგრადობის კვლევა, სხვადასხვა ჩაჭიდების კოეფიციენტის მქონე გზებზე მოძრაობის დროს.