სტატიაში გაშუქებულია გარემოს ეკონომიკური და სოციალური მდგრადობა. მდგრადი გან-ვითარება გულისხმობს ეკონომიკური ზრდის ისეთ ფორმას, რომელიც უზრუნველყოფს საზოგა-დოების კეთილდღეობას მოკლე, საშუალო და, რაც მთავარია, ხანგრძლივი ვადით. იგი ეფუძნება პრინციპს, რომლის თანახმად, დღევანდელობის მოთხოვნილებები უნდა დაკმაყოფილდეს ისე,რომ საფრთხე არ შეექმნას მომავალ თაობებს. მდგრადი განვითარება გულისხმობს პირობების შექმნას გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარებისათვის გარემოს დაცვის საკითხების მაქსიმალური გათ-ვალისწინებით.
ჩვენს მიზანს წარმოადგენდა შეგვესწავლა ის პრინციპები, რასაც ემყარება მდგრადი განვითა-რების კონცეფცია და ჩამოგვეყალიბებინა მდგრადი განვითარების მიზნები.
დასკვნის სახით გვინდა ვთქვათ, რომ მდგრადი განვითარება გულისხმობს:
პოლიტიკურ სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთა გადაწყვეტილების პროცესში ჩართვას. ეკონომიკურ სისტემას, რომელსაც შეუძლია აწარმოოს, გამოიმუშავოს პროფიციტი და ტექნოლოგიური ცოდნა თვითკმარ და მდგრად საფუძველზე დაყრდნობით.
სოციალურ სისტემას, რომელიც უზრუნველყოფილია არაჰარმონიული განვითარებით წარ-მოქმნილი სირთულეების გადაჭრის გზებით. წარმოების სისტემას, რომლისთვისაც მნიშვნელოვა-ნია განვითარების ეკოლოგიური ასპექტი. ტექნოლოგიურ სისტემას, რომელიც მუდმივად მიმარ-თულია პრობლემების გადაჭრის ახალი გზების ძიებისკენ. საერთაშორისო სისტემას, რომელიც ხელს უწყობს ვაჭრობისა და ფინანსების მდგრად ნიმუშებს. ადმინისტრაციულ სისტემას, რომელიც მოქნილია და შესაძლებლობა აქვს თვითმართველობის კორექტირების.