ნაშრომში განხილულია აგროსასურსათო სფეროს ეკონომიკური ეფექტიანობის ამაღლების ხელშემშლელი პრობლემები და მათი დარეგულირების შესაძლებლობები, კერძოდ წარმოების ეფექ-ტიანობის ამაღლებით მოგების ზრდის მიღწევა, სასოფლო-სამეურნეო საწარმოთა სტრუქტურული ცვლილებების დაჩქარება და აგროსასურსათო სექტორის მართვის ოპტიმიზაცია, რომელიც მოიცავს სოფლის მეურნეობის შიდა დარგობრივი სტრუქტურების, მომსახურე და გადამმუშავებელი საწარ-მოების ოპტიმალურ ურთიერთკავშირს; მიწის თავისუფალი ბაზრის შექმნა. საქართველოს აგროსა-სურსათო სექტორს აქვს პოტენციური შესაძლებლობა პროდუქციის ექსპორტ-იმპორტის რაციონა-ლური დაბალანსებით უზრუნველყოს ქვეყნის მოთხოვნილების დაკმაყოფილება ყველა სახის სა-სურსათო პროდუქციაზე.