სტატიაში განხილულია ეკოსისტემაში მიმდინარე ცვლილებებზე გარემოს დამაბინძურებელი ნივთიერებების ზოგიერთი ეკოლოგიური ასპექტები. კერძოდ, ყურადღება გამახვილებულია მცენარეების ზრდა–განვითარებაზე მძიმე მეტალების ზემოქმედების და სასოფლო–სამეურნეო კულტურებში მათი შემადგენლობის მნიშვნელობაზე. მოტანილია მონაცემები, მცენარეების მიერ ტოქსიკური ნივთიერებების დაგროვების უნარზე და მათი მავნეობის შემაშფოთებელ შედეგებზე, ადამიანისა და ცხოველთა ჯანმრთელობისათვის. აღნიშნული ფაქტების თავიდან ასაცილებლად, რეკომენდირებულია, დაბინძურებული გარემოს აღდგენის ღონისძიებების მთელი კომპლექსის გატარება.