ქალაქის ტერიტორიაზე განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ქუჩების გამწვანებას, რაც გარკვეულად აისახება ქუჩების თანამედროვე მდგომარეობაზე. გრიშაშვილის ქუჩის არსებული მდომარეობის ანალიზმა გვიჩვენა, რომ ქუჩის ასორტიმენტი ძირითადად წარმოდგენილია აღმოსავ-ლეთის ჭადარის გასხლული ეგზემპლარებით, რეკონსტრუქციის დროს აუცილებელია საპროექტო ქუჩის ტროტუარზე შეივსოს ჭადრების რიგობრივი ნარგაობა ან ჩაენაცვლოს იგი კავკასიური ცაცხ-ვით. სიმეჩხერის ლიკვიდაციისათვის საჭირო იქნება ახალი ნერგების დამატება 32 ძირის რაოდე-ნობით. გრიშაშვილის ქუჩის დასაწყისში, თეთრ ხიდთან სტურუას ქუჩამდე, ტროტუარზე ინდი-ვიდუალური ჯამებით უნდა დაემატოს 4 ძირი კედარი და 12 ძირი კავკასიური ცაცხვი.