ნაშრომში მოყვანილია ცაცხვის გამრავლების სხვადასხვა მეთოდები, აღნიშნულია მათი და-დებითი და უარყოფითი მხარეები. აღნიშნულია, რომ ცაცხვის გამრავლება შეიძლება სამი მეთო-დით - თესლით, გადაწვენით და ფესვიდან ამონაყრებით. თესლით გამრავლება - ხანგრძლივი (10-12 წელი) და შრომატევადი პროცესია. ასევე ძნელია ცაცხვის გადაწვენით გამრავლება, რადგანაც ბევრ გადასაწვენ ყლორტს მცენარე არ იკეთებს. ყველაზე პერსპექტიული მეთოდია მცენარის ფესვი-დან ამონაყრებით გამრავლება, რომლებიც უხვად დაფიქსირდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნი-ვერსიტეტის მთავარი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მოზარდ მცენარეებზე. გამრავლებისათ-ვის მოხდა მათი (250 ცალი) მოცილება დედა მცენარიდან და დარგვა ნიკეას ქუჩაზე არსებული სა-ნერგის კვალსათბურებში და ღია გრუნტში