სივრცობრივ-მოცულობით სტრუქტურას განაპირობებს ხე მცენარეების საბურველის სიმ-ჭიდროვე, მათი განლაგების ხასიათი და სიხშირე. ამის მიხედვით საპარკო ტერიტორიები იყო-ფა დახურულ, ნახევრად ღია და ღია სივრცეებად. საპარკო სივრცეში ადამიანისათვის კომფორ-ტული გარემოს შექმნის ამოცანის გადაჭრის პროცესში ხდება ადგილობრივი კლიმატური პირო-ბების გათვალისწინება, ცხელი კლიმატის ზონებისათვის იზრდება დახურული სივრცეების თანა-ფარდობა, ხოლო ცივი კლიმატისათვის - ღია სივრცეების. გარდა ამისა, სივრცობრივი სტრუქტურის ცავალებადობა ადამიანებში იწვევს განსხვავებულ ემოციებს და უზრუნველყოფს აუცილებელი შთაბეჭდილებების ცვალებადობას.