ნაშრომი ეძღვნება ციტრუსოვანი ხილის (მანდარინი, ფორთოხალი) გადამუშავების მეო-რადი მატერიალური რესურსებიდან ცუკატისა და ფუნქციონალური დანამატების წარმოების ტექნოლოგიური პროცესების ინტენსიფიკაციას ინფრაწითელი (იწ) სხივური ენერგიით. ჩვენს მიერ შემუშავებული იქნა მანდარინის და ფორთოხლის ცუკატის და ფუნქციონალური დანამა-ტების წარმოების ახალი ტექნოლოგიური სქემები; დადგენილია იწ სხივური ენერგიით ციტ-რუსოვანი ხილის მეორადი მატერიალური რესურსების თბური დამუშავების (ხარშვა, შრობა) ოპტიმალური რეჟიმების პარამეტრები; დადასტურებულია აღნიშნულ ტექნოლოგიურ პროცე-სებში იწ ენერგიის გამოყენების მიზანშეწონილობა და პერსპექტიულობა. პროცესების ინტენსი-ვობა იზრდება 8...10-ჯერ შესაბამისი პროდუქტების წარმოების ტრადიციულ მეთოდთან შედა-რებით.