მცენარეული ნედლეული - წყავი ფართოდ გავრცელებული მცენარეა საქართველოში, რომელიც როგორც ლიტერატურული წყაროებიდანაა ცნობილი, გამოირჩევა კვებითი, სამკურნალო სასარგებ-ლო თვისებებით. აღსანიშნავია წყავის ველურადმზარდი ფორმები, მათი ჯიშობრივი განსხვავებე-ბით. მცენარის სასარგებლო თვისებების შესწავლა მნიშვნელოვანია კვების პროდუქტების წარმოე-ბაში წყავის სხვადასხვა ნაწილების გამოყენების გამო. ამდენად, სტატიაში განხილულია წყავის სხვადასხვა ფორმების მორფოლოგიური თავისებურებები და ზოგიერთი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების - ასკორბინის მჟავა, მიკროელემენტების შემცველობა.