მიწათმოქმედება წარმოუდგენელია ნიადაგის მექანიკური დამუშავების გარეშე, რადგანაც მის გარეშე ვერცერთი სასოფლო-სამეურნეო კულტურიდან ვერ მივიღებთ უხვ და მაღალი ხარისხის მოსავალს.
ნიადაგის სწორი და დროული დამუშავება უზრუნველყოფს მიკროორგანიზმების ცხოველმოქმედების პირობების გაუმჯობესებას, აძლიერებს ნეშომპალას დაშლის პროცესს, აწესრიგებს ნიადაგში წყლის და ჰაერის რეჟიმს.
ნიადაგის მექანიკური დამუშავებისას უნდა გავითვალისწინოთ ნიადაგის ტიპი, მისი შთანთქმის უნარი და ამით შევარჩიოთ ხვნის საუკეთესო ვადა.