საქართველოს ბიომრავალფეროვნება, ტერიტორიის მიუხედავად მაღალი ხარისხისაა გენე-ტიკური, სახეობრივი და ეკოსისტემური მაჩვენებლებთი. იგი გამოირჩევა სახეობრივი მრავალფე-როვნებით, ენდემიზმის მაღალი დონით, მცენარეთა და ცხოველთა ტაქსონების უნიკალურობით, ბიომების იშიათობით. საქართველო უმაღლეს მცენარეთა სახეობრივი რაოდენობით მსოფლიოში მე-60, ევროპაში კი, მეხუთე ადგილი უჭირავს. აქ მცენარეთა 21%, ხოლო ცხოველთა სახეობების 13% ენდემურია.