სტატიაში განხილულია ნუშის კულტურის ბოტანიკურ–მორფოლოგიური დახასიათება, მი-სი მოკლე ისტორია, განსხვავება ნუშის ტკბილსა და მწარე სახეობებს შორის, სამეურნეო გამოყენება, სამკურნალო თვისებები და ნუშისაგან სამკურნალო საშუალებების დამზადების რეცეპტები სხვა-დასხვა დაავადებების სამკურნალოდ. ველურად მოზარდი ნუში კულტურაში შეყვანილი იქნა წინა აზიაში ჩვენს წელთ აღრიცხვამდე მრავალი საუკუნით ადრე. იქიდან იგი ფართოდ გავრცელდა ჯერ მეზობელ, ხოლო შემდეგ ბევრად დაშორებულ ქვეყნებში. ახალ ერამდე მოჰყავდათ ძველ საბერ-ძნეთში, რომის იმპერიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, პირინეის ნახევარკულნძულზე. ამჟამად აშენებენ ყველგან – სუბტროპიკებში და ნაწილობრივ ტროპიკების მთიან რაიონებში. დროთა განმავლობაში ის გახდა ერთ–ერთი ძირითადი კაკლოვანი კულტურა.