ნიადაგის ტენის რეჟიმის მართვა განისაზღვრება ნიადაგის ბიოკლიმატური პირობებით. ხო-ლო სასოფლო–სამეურნეო კულტურის დამოკიდებულება ტენის მიმართ, ნიადაგის აგროსაწარმო თვისებებიდან გამომდინარე ყალიბდება. ნიადაგის ტენტევადობაზე გავლენას ახდენს ჰუმუსის და საერთოდ ორგანული ნივთიერების რაოდენობაც, ამიტომ ტენტევადობა ყველაზე დიდია ნიადაგის ჰუმუსით მდიდარ ფენებში.
ნიადაგში ტენის რეგულირების ორი ფორმა განიხილება: ტენის ნაკლებობა მცენარის სავეგე-ტაციო პერიოდში, რომელიც შეიძლება შეივსოს აგრომელიორაციული ღონისძიებების კომპლექ-სით. სადაც გამოირჩევა მორწყვის რამოდენიმე სახე და მისი შერჩევა ხდება მცენარის მოთხოვნილე-ბის საფუძველზე. მეორე გახლავთ ჭარბტენიანი ნიადაგების ათვისება დაშრობის მეთოდებით, სა-დაც გათვალისწინებულია გასაშენებელი სასოფლო–სამეურნეო კულტურის ბიოლოგიური თვისე-ბები ჭარბტენიანი ნიადაგის მიმართ დაშრობილ ნაკვეთებზე.