ნაშრომში მოცემულია პამიდორის ჭკნობის გამომწვევი პათოგენური სოკოების წინააღ-მდეგ პრევენციული ღონისძიება: სერტიფიცირებული სათესლე მასალის გამოყენება. წარმოები-სათვის კარგად განოყიერებული და კარგი დრენაჟის მქონე ნიადაგების შერჩევა. სათესლე მა-სალის დამუშავება (ცხელ წყალში დამუშავებული სათესლე მასალა, თავისუფალია დაავადების გამომწვევისაგან). სათბურებისა და გრუნტის დეზინფექცია დათესვამდე შესაბამისი ფუმიგან-ტების გამოყენებით. დაინფიცირებულ ნიადაგებში ისეთი ჯიშების –ჰიბრიდების გამოყენება, რომლებიც ფუზარიოზისა და ვერტიცილიოზისადმი რეზისტენტულობის მაღალი ხარისხით გამოირჩევიან. კულტურათა მონაცვლება.Dდაავადებული მცენარეების მოცილება და განადგუ-რება.