გაანალიზებულია იზოლირებული უჯრედებისა და ქსოვილების კულტურის სხვადასხვა მე-თოდის მნიშვნელობა მეხილეობის, მათ შორის სუბტროპიკული მეხილეობის ინტენსიფიკაციის მიზნით, სორტიმენტის გაუმჯობესებისა და მაღალხარისხიანი სარგავი მასალის მიღების მიმართუ-ლებით. განსაზღვრულია იმ მეთოდების გამოყენების მიზანშეწონილება, რომლებიც დღეისათვის ყველაზე პერსპეტიულია ჩვენს ქვეყანაში ამ ტიპის კვლევითი და პრაქტიკული სამუშაოების ჩასატა-რებლად.