დასავლეთ საქართველოს იმერეთის რეგიონი მრავალფეროვანი ეკოსისტემებით გამოირჩევა და მიმზიდველია ტურისტებისათვის. კარსტული მღვიმეების მიმდებარე სოფლებში ვხვდებით დამ-შრალი მდინარეების კალაპოტს, სადაც ტუტე არის რეაქციით კირქვებში განვითარებულია იშვიათი წითელი ფერის ნიადაგები, ე.წ. Terra rossa.
წყალტუბოს სოფელ ხომულში კორტოხზე ელინური პერიოდის კარსტული მღვიმეების ტერი-ტორიაზე მდებარე სისხლისფერი წითელი ნიადაგი, რომელიც განვითარებულია კირქვებზე და ნია-დაგის მთავარი ქანთმშენი მინერალები, სილიკატები და კარბონატებია. კირქვებზე განვითარებუ-ლი წითელი ფერის ნიადაგები წარმოადგენს „Terra rossa“-ს. იგი UNESCO-ს დაცვის ობიექტს წარმო-ადგენს. საჭიროა ჩატარდეს მეცნიერთა კომპლექსური კვლევები ამ ნიადაგების ეკოლოგიური გარე-მოს შესანარჩუნებლად. ამით ნიადაგი Terra rossa დაემატება იმერეთის ნიადაგების კლასიფიკაციის სქემას და საქართველოს ნიადაგების რუკას.