გარემოს დაბინძურება ერთერთი ძლიერი ფაქტორია, რომელიც გავლენას ახდენს მერქნიან მცენარეეზე,კერძოდ ფოთლის შინაგან სტრუქტურაზე. ამიტომ ატმოსფერულ ჰაერში ტექნოგენური ნარჩენებით კომპლექსური გაჭუჭყიანების გავლენის შესასწავლად შევარჩიეთ ორი გაბნეულ ჭურ-ჭლიანი მარადმწვანე მერქნიანი მცენარე  მბრწყინავი კვიდო (Ligistrum lucidum Ail) და დიდყვავი-ლა მაგნოლია (Magnolia grandiflora L). ჰაერის დაბინძურების გავლენით მერქნიან მცენარეთა ფოთ-ლებში ადგილი აქვს მორფოლოგიურ და ანატომიურ ცვლილებებს კერძოდ იზრდება ფოთლის ფირფიტის სისქე და უჯრედების ზომა, მატულობს ქსოვილებში უჯრედების სიმჭიდროვე და ფარ-თობის ერთეულზე მათი რიცხვი,იცვლება მეზოფილის სტრუქტურაც, მატულობს ბაგეების რიცხ-ვი.
ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევების საფუძვლებზე შეიძლება დავასკვნათ, რომ მბრწყინავი კვიდოს ფოთლებში მეტი არსებითი ცვლილებები აღინიშნება ვიდრე დიდყვავილა მაგნოლიაში, ის არამდგრადი სახეობაა და არარეზისტენტულ სახეობას მიეკუთვნება. დიდყვავილა მაგნოლია არსე-ბით ცვლილებებს არ განიცდის, რეზისტენტულ სახეობებს მიეკუთვნება და როგორც გარემოს ბუ-ნებრივი მწვანე ფილტრი პერსპექტიულია ქალაქების ბაღ-პარკების მშენებლობაში.