წითელი ფერის ნიადაგები გავრცელებულია დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზო-ნის რეგიონებში, სადაც ნიადაგთწარმომქმელი ქანი ზებრისებური თიხები და ანდეზიტო-ბაზალტე-ბია. შესაბამისად არის რეაქცია (PH) მჟავე და სუსტი მჟავეა. საკვლევ ობიექტზე იმერეთში კარსტული მღვიმეების მიმდებარე ტერიტორიაზე, ფრაგმენტულად გვხვდება წითელი ფერის იშვიათი ნიადა-გი. იგი კირქვებში მოქცეული ხორცისფრად წითელია, რომელიც გამოირჩევა ნეიტრალური და ტუ-ტე არის რეაქციის მიხედვით და წითელმიწა ნიადაგის იშვიათ სახესხვაობას მიეკუთნება. რის გა-მოც კომპლექსურ გამოკვლევას საჭიროებს. ამის შემდეგ მოსალოდნელია იმერეთის წითელმიწა ნი-ადაგების კლასიფიკაციის სქემაში ცვლილების შეტანა. ამ იშვიათი თვისების გამო terra rosa UNESCO-ს დაცვის ობიექტს წარმოადგენს.