განვითარება ის ცნებაა, რომელიც მოიცავს ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს. გამონაკლისი არც ზნეობრივი ცნობიერებაა და ეკოლოგიური განათლება.
განვითარება და ზნეობა ერთ-ერთი დაკავშირებული ცნებებია ზნეობაშიც. ხშირადაა დადებითი და უარყოფითი მომენტების მონაცვლეობა, ანუ ის რაც განვითარების ერთ საფეხურზე ზნეობრივად ითვლება, შემდეგ საფეხურზე უარყოფით ზნეობრივ ნორმად განიხილება და ა.შ. ამ ცვალებადობაში გზას იკაფავს დადებითი ზნეობრივი ტენდენციები, რომლებიც გადაეცემიან თაობიდან თაობას და ბოლოს რაფინირებული სახით ყალიბდებიან მორალურ კოდექსში.