ძვირფასი ქვა უპირატესად კრისტალია, რომელიც ხასიათდება ცვეთისადმი დიდი მდგრადობით, ძლიერი შუქგაბნევით, შეფერვის ტონის ერთგვაროვნებით. ხშირად ბუნებაში ნაპოვნი კრისტალი ულამაზოა. ხასიათდება ბზარებით, მქრქალი ელვარებითა და სხვა დეფექტებით. იმისათვის, რომ ქვას დაუბრუნდეს მისთვის დამახასიათებელი სილამაზე, უნდა დაწახნაგდეს.