ქუთაისის ბოტანიკური ბაღი კოლხეთის დაბლობის უკიდურეს ჩრდ. აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს (იმერეთის ზეგანი). განლაგებულია 4 ბუნებრივ ტერესაზე. შექმნილია კავკასიური ფლორის და გეოფლორისტული ნაკვეთები, სადაც მცენარეები სამშობლოების მიხედვითაა განლაგებული. უნიკალური მცენარეების სახეობრივი მრაველფეროვნება ორ ძირითად ჯგუფადაა წარმოდგენილი, საქართველოსა და მსოფლიო სხვადასხვა რეგიონებიდან ინტროდუცირებული მცენა-რეებით. მათი გარკვეული რაოდენობა ენდემი და რელიქტია, ბაღში არსებული ენდემების ნაწილი საკმაოდ ხნოვანია. კლიმატი ძირითადად ტენიან–სუბტროპიკულია, ნიადაგები ალუვიურია, წითელმიწა, ნეშომპალა კარბონატული, თიხნარი; ჰუმუსით ღრმაა, სუსტი მჟავე ან ნეიტრალური რეაქციისაა