კლიმატის ცვლილების გავლენა მკაფიოდ გამოხატულია აჭარის მეციტრუსეობის ზონის
აგრონიადაგურ პირობებში. გარემოზე კლიმატის ცვლილების გავლენა კარგად ჩანს გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩაქვის წითელმიწა ნიადაგებზე გაშენებული ციტრუსოვანთა პლანტაციებით დაფარულ აგრონიადაგურ გარემოზე, სადაც ცვლილება განიცადა ნიადაგიდან მცენარეთა
კვების რეჟიმის თითქმის ყველა ელემენტმა. მნიშვნელოვანია შავი ზღვის გავლენა კლიმატურ
პირობებზე, სადაც სასოფლო-სამეურნეო სავარგულების აგრონიადაგური მრავალფეროვნება
დარგობრივი მეურნეობის განვითარების განმსაზღვრელ ბაზისს წარმოადგენს. ჩვენი კვლევის
ობიექტს წითელმიწა ნიადაგები წარმოადგენენ. სწორედ ამ ტიპის ნიადაგებზეა ციტრუსოვანი
ხილის პლანტაციები გაშენებული და გამოირჩევა სამრეწველო პლანტაციების არეალის გაფართოების შესაძლებლობით.