სტატიაში განხილულია მცენარეული ნედლეულით გამდიდრებული ერთჯერადი მოხმარების პაკეტური მწვანე ჩაის ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესების შესაძლებლობა ქიმიური შემადგენლობის ცვლილების გარეშე თბური დამუშავებით. დანამატად შერჩეულია საქართველოში ფართოდ გავრცელებული სუბტროპიკული მცენარე - ბროწეული, რომლის ყველა
ნაწილი მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით. კონკრეტულ შემთხვევაში გამამდიდრებლად
გამოყენებულია ბროწეულის ფოთლები, როგორც გამშრალ-დაქუცმაცებული, ასევე, ექსტრაქტის
სახით. ჩვენს მიერ წინასწარ დადგენილი ტექნოლოგიური რეგლამენტის მიხედვით წარმოებს
დანამატის მწვანე ჩაის გამონაცერთან კუპაჟი. მიიღება ერთჯერადი მოხმარების მწვანე პაკეტური ჩაი, რომელიც გამოირჩევა სპეციფიური გემოთი და არომატით. თუმცა, უმეტეს მომხმარებლისათვის მიუღებელია მისი მწარე გემო, ამიტომ, მიღებული პროდუქტი შემდგომ ექვემდებარება თბურ დამუშავებას თერმოსტატში, 65-70 ტემპერატურაზე, 2-3 საათის განმავლობაში.
მიღებულ საკონტროლო და საცდელ ვარიანტებში განსაზღვრულ იქნა ხარისხობრივი მაჩვენებლები და ზოგიერთი ქიმიური ნაერთები. შედეგად, მიღებული პროდუქტი ხასიათდება 0,20%-
ით მომატებული ფენოლური ნაერთების შემცველობით და 0,25 ბალით გაზრდილი ორგანოლეპტიკური მაჩვენებლებით. ამდენად, თერმული დამუშავება აუმჯობესებს მიღებული პროდუქტის ხარისხს და შესაბამისად პასუხობს მომხმარებლის მოთხოვნილებასაც.