ნაშრომში წარმოდგენილია ცდების შედეგები, რომელიც ითვალისწინებდა ფეიჰოას დაკალმების თავისებურებების შესწავლას. საბოლოო შედეგების თანახმად შეიძლება დავასკვნათ,
რომ მწვანე კალმების დაფესვიანებისათვის მთავარია ფოთლები, რომელთა დანიშნულებაა
ყლორტის უზრუნველყოფა საკვები ელემენტებით. მწვანე კალმებზე ფესვების წარმოქმნა ურთიერთკავშირშია ფოთლებისა და კვირტების თანაფარდობასთან.
დაფესვიანების კარგ შედეგებს იძლევა ორი მთლიანფოთლიანი და ორი ნახევარფოთლიანი კალმები (73 – 82%). ამავე დროს დასაკალმებლად უნდა იქნას აღებული 8-10 სმ სიგრძის და 5-
6 მმ სიმსხოს ორფოთლიანი კალმები.