ჩვენს ქვეყანაში მანდარინის კულტივირების ეფექტურობის კიდევ უფრო ამაღლებისათვის აუცილებელია ინტენსიური ტიპის ბაღების შექმნა. მოსავლის მატების პარალელურად აუცილებელია გაიზარდოს მათი წარმოების პერიოდი, ნაყოფების ხარისხობრივი და ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები, გარემოს არახელსაყრელი ფაქტორებისადმი გამძლეობა. აღნიშნული
ამოცანების გადასაწყვეტად ახლონათესაური და შორეული ჰიბრიდიზაციის შედეგად მიღებული მანდარინის რამოდენიმე ჰიბრიდის ნაყოფების მექანიკური და ბიოქიმიური მაჩვენებლების
შესწავლის საფუძველზე ნაყოფის ხარისხზე შემდგომ სელექციურ მუშაობაში როგორც ყველაზე
საინტერესო საწყისი მასალა, გამორჩეულია ჰიბრიდი 09267-7.