ნიშანდებული ნაერთების გამოყენებით გამოვლენილია საფუვრების მიერ ალანინის ნახშირბადატომების შეთვისებისა და გარდაქმნის ძირითადი კანონზომიერებანი ღვინის შამპანიზაციისას. დადგენილია, რომ სადუღარ არეში შეტანილი 1
14C - ალანინის 75, 8 % შეითვისება და
გარდაიქმნება საფუვრების მიერ. შეთვისებული ნაერთის კარბოქსილური ნახშირბადები ნაწილობრივ CO2 - მდე იჟანგება. ალანინის ასიმილაციისა და ბიოტრანსფორმაციის პროდუქტები
იდენტიფიცირებულია საფუვრის ცილისა და თავისუფალ ამინომჟავებსა და ღვინის კომპონენტებში. დუღილის ბოლოსთვის 1
14C - ალანინის გარდაქმნის პროდუქტების უპირატესი ნაწილი
ღვინის ამინომჟავებსა და ორგანულ მჟავებში გვხვდება.