სტატიაში განხილულია საქართველოს კვების ობიექტებში, კერძოდ სუპერმარკეტების
ქსელის „ორი ნაბიჯის“ მართვა პანდემიის პირველ ეტაპსა და ჩვეულებრივ პირობებში. პანდემიის პირველ ეტაპზე განხილულია თუ როგორი განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა მომხმარებლისა და მომსახურე პერსონალის ურთიერთობას მარკეტში შესვლისას, სივრცეში მოძრაობისას, პროდუქტებთან შეხებისა და თანამშრომლებთან ურთიერთობისას. წარმოდგენილია
თუ როგორ ხდებოდა მარკეტში ახალი საკვები პროდუქტების მიღება, ჯვარედინი დაინფიცირების თავიდან აცილების რისკ ფაქტორების გათვალისწინებით. სტატიაში ამავდროულად განხილულია: სუპერმარკეტში არსებული შენობა-ნაგებობის, ინვენტარის განლაგება, მწერებთან
ბრძოლის ბიოლოგიური მეთოდი, აგრონედლეულისა და მზა საკვები პროდუქტების ეტიკეტირებისა და შენახვის მეთოდები, აგრონედლეულისა და მზა სურსათის შენახვის ტემპერატურული მაჩვენებლები, ქსელისათვის განკუთვნილი ფართის დალაგება-დასუფთავება სველი წესითა და სადეზინფექციო საშუალებებით, როგორც გეგმიურად, ასევე საჭიროების შემთხვევაში;
სადეზინფექციო და ჰიგიენური საშუალებების ეტიკეტირება, თანამედროვე რეგულაციებით
განთავსების მეთოდები. განხილულია თუ როგორ იყო დაცული თანამშრომელთა უნიფორმისა და სველი წერტილის (საპირფარეშოს) უვნებლობის სისტემების ჰიგიენური მოთხოვნები, როგორც პანდემიის დროს, ასევე ჩვეულებრივ პირობებში. წარმოდგენილია, თუ როგორ ხდებოდა
თანამშრომლების, განსაკუთრებით კონსულტანტების სწაფი გადამზადება, დატრენინგება კვების ობიექტებში მისულ მომხმარებელთან ურთიერთობისა და სან-ჰიგიენური უნარ-ჩვევების
მართვის გამომუშავების მიზნით. ნათლად არის ასახული სუპერმარკეტში სან-ჰიგიენური მართვის სრულფასოვანი უზრუნველოფისათვის სტატისტიკური აღრიცხვის ჟურნალები.
სტატიაში გაშუქებულია, თუ რომელი რეგულაციებით ხელმძღვანელობდა კვების ქსელი
პანდემიასთან ბრძოლის მიზნით, კერზოდ, სურსათის უვნებლობისა და ხარისხის მართვის
სტანდარტით ISO 22. 000. (სურსათის უვნებლობის მართვის სისტემები), HACC-ის (საფრთხის
ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების მეცნიერულად დასაბუთებული სისტემები), მსოფლიო და ადგილობრივი ჯანმრთელობის საზოგადოებრივი ორგანიზაციის მეთოდებითა და რეკომენდაციებით.
სურსათისა და სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის მსოფლიო და ადგილობრივი ორგანიზაციების მეთოდებითა და რეკომენდაციებით ხელმძრვანელობამ კვების ქსელში პანდემიის გარკვეულ ეტაპზე დიდი როლი შეასრულა მიზნის მისაღწევად. შედეგი დადებითად აისახა, როგორც ცალკეული რგოლის როლი, საქართველოსა და მსოფლიოში პანდემიასთან ბრძოლაში.