გზის მშენებლობისას ხშირად აუცილებელი ხდება მთის მასივების გახსნა, რის გამოც
მნიშვნელოვანი ზიანი ადგება გარემოს და გახსნილ ფერდობებზე წარმოქმნილი ეროზიული
პროცესები სერიოზულ საფრთხე უქმნის გზის უსაფრთხოდ ექსპულუატაციას შესაძლებლობას.
სტატიაში განხილულია შემუშავებული მეთოდიკით მოწყობილი ბადეებითა და ადგილზე
წარმოებული ჰუმუსის გამოყენებით აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტის შესაძლებლობები.
ასევე სტატიაში მოტანილია დასკვნები რომლებიც ჰუმუსით აზბესტის ნარჩენების ნეიტრალიზირების კვლევისას იქნა მიღებული. დასკვნის სახით წარმოდგენილია ის მოსალოდნელი შედეგები რომელიც შეიძლება მიღწეული იქნას მეთოდის პრაქტიკაში დანერგვის შემთხვევაში.