ტურიზმის დარგის განვითარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ეკონომიკის აღორძინებისთვის, რადგანაც ტურიზმი ხელს უწყობს სხვადასხვა დარგების განვითარებას.
სამწუხაროდ კორონა ვირუსის პანდემიამ, მთლიანად გააჩერა ტურისტული საქმიანობა.
საქართველოში, მხოლოდ სასტუმროების ნაწილი არის ჩართული კარანტინში მყოფი ადამიანების მომსახურებაში.
საქართველოში პანდემია დასასრულს უახლოვდება და მალე დავიწყებთ უცხოელი ტურისტების მიღებას. არსებულ სიტუაციაში წინა პლანზე გამოდის საქართველოში ტურიზმის
განვითარების სტრატეგიის 2025 წლის ამოცანა, რომელიც მდიდარ ბუნებრივ და კულტურულ
რესურსებს მსოფლიო დონის უნიკალურ ტურისტულ პროდუქტად აქცევს და მოიზიდავს უფრო მაღალგადახდისუნარიან უცხოელ ტურისტებს.
ჩვენი მიზანი იყო, იმერეთის რეგიონში კონკურენტუნარიანი ტურისტული პროდუქტების შექმნა საერთაშორისო ტურისტული ბაზრისათვის მაღალგადახდისუნარიანი ტურისტების
მოსაზიდად.
სიახლეს წარმოადგენს აღნიშნული ტურების ფორმირება: წარმოგიდგენთ რომანტიკულ
ტურს ქუთაისში, სადაც მხატვრულად არის გადმოცემული სიყვარულის ისტორიები ანტიკური
ხანიდან დღემდე, ამ ტურში ჩვენი მიზანია ისტორიული მოვლენები და ფაქტები წარვუდგინოთ
ტურისტებს.
გასტრონომიული ტური ქუთაისში მოიცავს ეროვნული კერძების დაგემოვნებას, ტრადიციულ სტუმარმასპინძლობას თამადის ინსტიტუტის გათვალისწინებით, მასტერკლასებს, კულტურულ ღონისძიებებს და სხვა.
ღვინის ტური ბაღდათიდან სოფელ ობჩაში რამდენიმე მარანთან მიდის. ერთი მათგანი საქართველოში, კერძოდ იმერეთში ყველაზე ახალგაზრდა მეღვინე გოგონას, ბაია აბულაძეს
ეკუთვნის. აბულაძეების ოჯახი ღვინოს საკუთარ ვენახებში მოწეული მოსავლით ამზადებს, რომელიც იმერეთის საუკეთესო ღვინოდ სახელდება და დიდ აღრფთოვანებას იწვევს უცხოელ ტურისტებში.
ჩვენს მიერ შექმნილია სარეაბილიტაციო გამაჯანსაღებელი ტური წყალტუბოში, სადაც საკურორტო სამკურნალო მომსახურებასთან ერთად გათვალისიწნებულია კულტურული ღონისძიებები. აღნიშნული კურორტები ჩვენს მიერ წარდგენილია საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე.
უნიკალური ტურების ფორმირებაზე მუშაობა გრძელდება რაც ახლო მომავალში გაზრდის ჩვენი რეგიონის ცნობადობას.