ყავისფერი მარმარილოსებრი (მარმარა) ბაღლინჯო (აზიური ფაროსანა ბაღლინჯო) - Halyomorpha halys (hemiptera: Pentatomidae), სოჭიდან შემოვიდა აფხაზეთში (2015 წელს) და გავრცელდა მთელს დასავლეთ საქართველოში (გურია, სამეგრელო, იმერეთი).
აღმოსავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანა ბაღლინჯო, პირველად აღინიშნა დედოფლის-წყაროში (სოფ. სამთაწყარო) ჩანდლერის ჯიშის კაკლის ნერგებზე და მის მიმდებარედ ისპანახის ნაკვეთზე. გატარებული ღონისძიებების შედეგად მომდევნო წელს ფაროსანა ბაღლინჯო არ გამოვლენილა.
2020-2021 წლებში ჩვენს მიერ ჩატარებული გამოკვლევების შედეგად ფაროსანა ბაღლინჯოს მხოლოდ ერთეული ეგზემპლარები იქნა გამოვლენილი თელავის, გურჯაანის, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხეხილის ბაღებსა და საკარმიდამო ნაკვეთებზე.