აღმოსავლეთ საქართველოს ნახევრადტენიანი სუბტროპიკული ზონის პირობებისათვის ეთერზეთოვანი ვარდის ყველაზე პერსპექტიული ჯიშის/ფორმის გამორჩევის მიზნით, მცენარის განვითარების წლიური ბიოლოგიური ციკლის სხვა ფაზებთან ერთად შეწავლილ იქნა დაკოკრებისა და ყვავილობის ფაზის მიმდინარეობის თავისებურებები. დადგინდა, რომ დაკოკრებისა და ყვავილობის ფაზაში ყველაზე ადრე შედის ჯიშ ლანის ბუჩქები, ოდნავ მოგვიანებით - ჯიშები ყირიმის წითელი და ვარდისფერ კაზანლიკური, ხოლო ყველაზე გვიან - ფორმა №1-სა და ფორმა №2-ის მცენარეები. ყვავილობის ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი გააჩნია ფორმა №1-სა და ფორმა №2-ს, შემდეგ ჯიშებს ყირიმის წითელსა და ვარდის-ფერ კაზანლიკურს, ხოლო ყველაზე მოკლე - ჯიშ ლანს.