საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობას მეტად მდიდარი ისტორიული წარსული აქვს. სოფლის მეურნეობის ეს მნიშვნელოვანი დარგი გავრცელებულია თითქმის ყველა რეგიონში, გარდა მაღალმთიანი ზონისა. ქართლი, კახეთი, იმერეთი და რაჭა - ლეჩხუმი ყურადღებას იპყრობს მიღებული პროდუქციის მაღალი ხარისხობრივი მაჩვენებლებით. მევენახეობას ასევე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს გურია-სა-მეგრელოსა და აჭარასა -აფხაზეთში. სტატიაში საუბარია რაჭა - ლეჩხუმის სამრეწველო ვაზის ჯიშებზე: ალექსანდროული, მუჯურეთული, ცოლიკოური, წულუკიძის თეთრა, ძელშავი, უსახელოური და ორბელური.