ნაშრომში წარმოდგენილია ცდების შედეგები, რომელიც ითვალისწინებდა კივის (აქტინიდია) გასხვლის ვადების შესწავლას იმერეთის, კერძოდ ბაღდათის მუნიციპალიტეტში. კვლევები ჩატარდა ორ ერთმანეთისაგან იზოლირებულ ნაკვეთში განთავსებულ ნარგავობებში, სადაც გასხვლები ტარდებოდა სხვადასხვა ვადებში, კერძოდ, N1 ნაკვეთში კივის აგროტექნიკით გათვალისწინებულ ვადებში და N2 ნაკვეთში ბაღდათის კლიმატური პირობების გათვალისწინებით.
საბოლოო შედეგების თანახმად შეიძლება დავასკვნათ, რომ იმერეთის აგროკლიმატური პირობებიდან გამომდინარე კივის საზამთრო გასხვლა 5-7 დღით ადრე უნდა დაიწყოს ვიდრე შავი ზღვის სანაპირო ზოლში არსებული კივის ნარგაობებში. ხოლო უნდა დამთავრდეს შესაბამისად ადრე, ანუ თებერვლის ბოლომდე.