იმერეთის ვაკე რელიეფის აგროეკოლოგიურ გარემოს პირობებში: წყალტუბოს, ხონისა და სამტრედიის ნიადაგები მრავალფეროვნებით ხასიათდება. ფიზიკური თვისებების მიხედვით გავრცელებულია მსუბუქი, საშუალო და მძიმე მენიკური შედგენილობის გარემო. მსუბუქი და მძიმე თიხნარი ნიადაგების აგროეკოლოგიური საწარმო პირობები საშუალებას იძლევა სამრეწველო პლანტაციების გასაშენეგლად. აქ სოფლის მეურნეობა გამოირჩევა მრავალფეროვნებით. მევენახეობასთან ერთად , მიწათმოქმედების შერეული სახეობებით ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია: კენკროვნების: ჟოლო, მარწყვი, ლურჯი მოცვი, მათი გაშენება შესძლებელია ამ ნიადაგებზე pн-ს სუსტი მჟავე არის რეაქციის პირობებში. ამ ნიადაგების ათვისება შესაძლებელია ისეთი კულტურებისათვის როგორიც არის შავი ქლიავი და ღოღნაშო. მნიშვნელოვანია ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად ბოსტნეულის მოყვანა ; ლობიო, პომიდორი, კიტრი,მწვანილი. ვაკე იმერეთის ნიადაგურ ბიოკლიმატური პირობები მარცვლეული კულტურების მნიშვნელოვან აგროლანდშაფტს წარმოადგენს როგორიც არის :სიმინდი და სორგო რომელიც ტრადიციული ბაზრის შენარჩუნების საფუძველია. ამ ნიადაგებზე ეფექტურია დაფნის პლანტაციის გაშენება, დეკორაციული ღობეებისა და საკონსერვო წარმოებაში მოთხოვნადი დაფნის ფოთლის სახით. ამ ნიადაგებზე დარაიონებულ კულტურათა მიერ საკვები ნივთიერებების ათვისება მოხდება ბიოლოგიური ხასიათის მიხედვით, რომელიც დაკავშირებულია ცალკეული კულტურის გამძლეობით დაავადებების, მვნებლების და სარეველების მიმართ. მათთვის განსხვავებულია ორგანიზაციულ-სამეურნეო ხასიათი და ეკონომიური დანახარჯები, სამეწარმეო პროგრამირება მნიშვნელოვანია ნიადაგის აგროსაწარმოო თვისებების შესანარჩუნებლად.