სტატიაში განხილულია სიმინდის მოვლამოყვანის ტექნოლოგიური პროცესი. სიმინდი, მარცვლოვანებს შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურაა, რომელიც ფართოდ გამოიყენება როგორც სასურსათოდ, ისე, ცხოველთა საკვებად. სიმინდი ძვირფასი კონცენტრირებული საკვებია და მაღალი მოსავლიანობით გამოირჩევა, ასევე მაღალი კვებითი ღირსებით აღსანიშნავია სიმინდის მწვანე მასაც. ნიადაგის დროული დამუშავებით, თესვის წესების დაცვით, სასუქების მომარაგებით, სარეველების და მავნებლების წინააღმდეგ ღონისძიებების ჩატარებით მიიღება სიმინდის მაღალი მოსავალი.