ნაშრომში განხილულია ჩაის პროდუქტზე ბიოაქტიური და ხარისხის გამაუმჯობესებელი დანამატების გამოყენება. დადგენილი იქნა, დანამატების სახით გამოყენებული მცენარეების ფოთლებისა და ნაყოფების შემცველობა ანტიოქსიდანტური თვისებების მქონე კენკროვან მცენარეებში. ფენოლური ნივთიერებებით, ამინომჟავებით, ვიტამინებით, ნახშირწყლებით და ა.შ. დანამატების გამოყენება ზრდის როგორც ჩაის მზა პროდუქტის ხარისხობრივ მაჩვენებლებს, ასევე ბიოაქტიურ თვისებებს. შესწავლილი იქნა ზოგიერთი ბიოაქტიური ნივთიერებები, ჩაის ნედლეულის ქიმიური შედგენილობა, ჩაის დანამატებისათვის განკუთვნილი მცენარეული დანამატების (ასკილი, ფშატი, ჩიტივაშლა, თრიმლი, თუთა) ფოთლები და ნაყოფები.