სტატიაში განხილულია თანამედროვე შეხედულება ხილისა და ბოსტნეულის მნიშვნელობის შესახებ ადამიანის კვების ფიზიოლოგიაში ესენია: ანტიოქსიდანტები,მიკრო და მაკრო ელემენტები,საკვები ბოჭკოები, შაქრები, ორგანული მჟავები, ამინომჟავები, ცილები, ვიტამინები. კვებითი უპირატესობა წარმოადგენს პროდუქტის სასარგებლო თვისებების ერთობლიობას: ძირითადი საკვები ნივთირებებით ადამიანის ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილება, ენერგიით უზრუნველყოფა, ორგანოლეპტიკური მაჩვენებლების ხარისხი.ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები არის ანტიოქსიდანტები, როლებიც ხელს უშლიან ჟანგვითი პროცესის განვითარებას და იცავენ ადამიანის ორგანიზმს თავისუფალი რადიკალებისაგან, რაც შეეხება ფერმენტებს ისინი განაპირობებენ ყველა ბიოლოგიური რეაქციის მიმდინარეობს ცოცხალ ორგანიზმში.ხილი და ბოსტნეული არის მცენარეული პროდუქტი, რომელიც შეიცავს ადამიანის ორგანიზმისათვის აუცილებელორგანულ, მათ შორის ბოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, მაკრო და მიკრო ელემენტებს მონაცემები განპირობებულია ჯიშისა და სახეობების გენეტიკური თვისებებით. ხილი და ბოსტნეული წარმოადგენს ჯანსაღი კვების რაციონის განუყოფელ ნაწილს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოცემული რეკომენდაციის თანახმად ადამიანმა დღე-ღამეში უნდა მიიღოს 400-500 გრ. ხილი და ბოსტნეული. საქართველო ნაყოფიერი ქვეყანაა, ხილი აქ საუცხოო და მრავალფეროვანია, ამიტომ საქართველოს ნიადაგურკლიმატური პირობები იძლევა ხილისა და ბოსტნეულის სხვადასხვა სახეობის განვითარების მყარ საფუძველს.