ნაშრომში განხილულია გამწვანებული ტერიტორიების კლასიფიკაცია თავისი დანიშნულების და მოსახლეობის მიერ გამოყენების მიხედვით. ამის მიხედვით ობიექტები შეიძლება იყოს საერთო სარგებლობის, შეზღუდული სარგებლობის და სპეციალური დანიშნულების. ნაჩვენებია თითოეული მათგანის ფუნქციონალური და სოციალური ფუნქციები. სტატიის აქტუალობა განპირობებულია სპეციალური დანიშნულების გამწვანების ობიექტების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობით. კვლევების სიმცირე ამ სფეროში იგრძნობა არა მარტო ქართულ, არამედ უცხოურ ლიტერატურაშიც. ამიტომ მცდელობა შეივსოს ეს ხარვეზი, სრულად მართებულია, განსაკუთრებით სასაფლაოების მიმართულებით. განხილული იქნა სასაფლაოები, როგორც სამგლოვიარო დანიშნულების მემორიალური ობიექტები, რომლებიც დანიშნულების მიხედვით შეიძლება იყოს: სამოქალაქო, სამოქალაქო ისტორიული, სამხედრო, საძმო და კოლუმბარიუმი. სპეციფიურობიდან გამომდინარე დახასიათებულია თითოეული მათგანი ფართობის მიხედვით, მოტივებიდან და მცენარეული საფარიდან გამომდინარე.