საქართველოში თხილის წარმოება და სასოფლოსამეურნეო სავარგულების 80% ძირითადად ფერმერთა ხელშია, რომელთა ფართობებები საშვალოდ ერთ ფერმერზე 1-1,5ჰა-მდეა. პლანტაციების გაშენების ზომები განსხვავებულია, რის გამოც მცენარეების რაოდენობა 1 ჰა-ზე სხვადასხვაა. თხილის მოსავლიანობამ 2014 წელს 50 ათასი ტონა შეადგინა და იგი თანდათან იზრდება, რადგან მისი ფასი არაპროგნოზირებადია და იცვლება საშუალოდ 3-7 ლარი/კგ.-ზე. განსაკუთრებით მოთხოვნადია იგი ევროკავშირის ბაზარზე, რომელმაც მნიშვნელოვანი კორექტირება შეიტანა აგროტექნიკაში, კერძოდ, ეკოლოგიურობის თვასაზრისით. ამ მიმართულებით საჭირო გახდა პლანტაციებში ნიადაგების განაყოფიერება მხოლოდ ბიოსასუქით (მაგალითად, ორგანიკა) და მცენარეთა შემასხურებელი ბიოპრეპარატით (მაგალითად, ლეპიდინი), რომელთაც საქართველო აწარმოებს. ორივე ამ პრეპარატის შესხურება და შეტანა წარმოებს ჩვენ მიერ შექმნილი სატრაქტორო აგრეგატით, დასაკეცასაკეცი ჰორიზონტალურვერტიკალური შტანგებიანი აპარატით, რომელიც მოითხოვს აპარატის საიმედოობის შესწავლას. ამ მიზნით საჭირო გახდა თეორიული გამოკვლევა პროექტირების პროცესში, რათა დავაზუსტოთ აპარატის უმტყუვნო მუშაობის პირობები და შესაძლებლობები. პირველ ეტაპზე დადგინდა აპარატის 3 ძირითადი კვანძის, შემსხურებლის, სასუქის შეტანისა და ამძრავის, საიმედოობის ნორმები.