ქართული ღვინის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ღვინის ქვევრში დაყენების მე-თოდს, რომელიც 8000 წელს ითვლის და დღემდე გამოიყენება. 2013 წელს ქვევრის ღვინის დაყენე-ბის ტრადიციული მეთოდი შეტანილ იქნა იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრე-ობის დაცვის წარმომადგენელთა სიაში. ღვინის ტური კი შეტანაილია ევროპის კულტურული ტუ-რების სიაში.
ჩვენი მიზანი იყო ეროვნული რესურების გამოყენებით მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტების ფორმირება, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონის სოციალურეკონომიკურ განვითარებას . ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შროშას შეუძლია თვისობრივად ახალი ტურისტული პროდუქტი შესთავაზოს მთელი წლის განმავლობაში საქართველოში ჩამოსულ უცხოელ და ადგილობრივ ტურისტებს.
შროშა მეურნეობის უძველესი კერაა საქართველოში, ამ სოფელში ოდითგანვე ამზადებდნენ თიხის სხვადასხვა პროდუქციას და სუვენირებს. საინტერესოდ მიგვაჩნია ეთნოგრაფიული კუთხის მოწყობა: სასტუმრო “ქვევრის” ფუნქციონირება, რომელიც ჩამოყალიბდება რამოდენიმე ქვევრისაგან ან საოჯახო სასტუმროს მოწყობა ოდაში,ღვინის ტური ქვევრში ღვინის ტრადიციული მეთოდით დაყენების ორგანიზება და ტრადიციული სტუმარმასპინძლობა, სადაც ძირითადად გამოყენებული იქნება თიხით ნაწარმოები პროდუქცია: ქვევრები, დოქები, ფიალები, ყანწები, ჭინჭილები და სხვა, რომელთა წარმოება მოხდება ადგილზე და ტურისტები გაეცნობიან თუ როგორ მზადდება თიხის პროდუქცია და მიიღებენ ინფორმაციას იმის შესახებ რა პროცესებს გადის თიხა, სანამ საბოლოო სახეს მიიღებს და გასაყიდად გაიტანენ ბაზარზე.
სასტუმროს ეზოში აშენდება სუვენირების მაღაზია, სადაც მოხდება თიხის პროდუქციის (ჭურჭელი, სუვენირები) რეალიზაცია. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ ქართული კერძები და ქართული ღვინო, რომელიც ქვევრის ღვინის ტრადიციული მეთოდით იქნება დაყენებული. ასევე შეეძლებათ მიიღონ მონაწილეობა ქვევრში ღვინის დაყენებაში, ქართული კერძების მომზადებაში და სხვა ღონისძიებებში.
აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს ეროვნული ნედლეულის თიხის გამოყენებას, სოფლად ტურიზმის განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნას, შემოსავლების გაზრდას და იმერეთის რეგიონის რეკლამას.