ტურიზმის განვითარების ერთერთი ხელშემწყობი ფაქტორი არის ამ დარგისთვის კვალიფიციური კადრების მომზადება. საქართველოში ბევრი უმაღლეს სასწავლებელი ამზადებს სხვადასხვა დონის სპეციალისტებს ტურიზმის დინამიური და მზარდი ინდუსტრიისთვის. დასავლეთ საქართველოს და კერძოდ, იმერეთის ტურიზმის სფეროსთვის სპეციალისტებს ამზადებას აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი. აქ ხორციელდება ტურიზმის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები. ნაკლებად არის ინფორმაცია უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებულთა კომპეტენციების მიმართ დამსაქმებელთა მოთხოვნის და კმაყოფილების შესახებ.ნაშრომში წარმოდგენილი კვლევის მიზანია: ტურიზმის ინდუსტრიაში ადამიანისეული კაპიტალის უნარებზე დამსაქმებელთა მოთხოვნის გამოვლენა, რომლის გათვალისწინება საგანმანათლებლო პროგრამებში ხელს შეუწყობს კურსდამთავრებულთა დასაქმებას.
კვლევა ჩატარდა იმერეთში ტურისტული ინდუსტრიის იმ სექტორებში, სადაც ძირითადად საქმდებიან კურსდამთავრებულები ( ტურისტული სააგენტო და სასტუმრო). წინასწარ შემუშავებული კითხვარით ჩატარდა რესპონდენტთა ანკეტირება. მიღებულ მონაცემთა ანალიზის შედეგად გაკეთდა დასკვნები და შემუშავდა რეკომენდაციები: გასაუნჯობესებელია უცხო ენის სწავლება ტურიზმის ყველა საფეხურის პროგრამებში; კლიენტებთან და კოლეგებთან ურთიერთობის უნარის ჩამოყალიბებას მეტი ყურადღება უნდა მიექცეს შესაბამის სასწავლო კურსებში; IT სისტემებთან მუშაობის უნარის განვითარება შესაძლებელია შესაბამისი კურსების ფარგლებში ტურისტული ინფორმაციული სისტემების ლაბორატორიაში მუშაბის საათების გაზრდით .
ამ სფეროში არსებული პრობლემის აღმოფხვრას ხელს შეუწყობს, აგრეთვე, შემდეგი ტრენინგმოდულების შემუშავება და ამოქმედება უწყვეტი განათლების ცენტრში: მომსახურების საფუძვლები სტუმრების მომსახურების სტანდარტები სასტუმროს ყველა სამსახურისთვის, მიღებისა და განთავსების სამსახურის მუშაობის სტანდარტები, სასტუმროს მენეჯმენტი და საინფორმაციო სისტემები.